რომან გოცირიძე – ეკა ბესელიას მიმართ შეტევა „რუსთავი 2“-ის საკითხის გადაფარვისთვის არის გამიზნული

region
ავტ.: region ივლისი 23, 2019 17:22

რომან გოცირიძე – ეკა ბესელიას მიმართ შეტევა „რუსთავი 2“-ის საკითხის გადაფარვისთვის არის გამიზნული

ეკა ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა „რუსთავი 2“-ის საკითხის გადაფარვისთვის არის გამიზნული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სხვა თემების წამოწევა სურს.

„უნდათ, რაღაც სხვა თემები წამოწიონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხის წამოიწევა პირდაპირ ანგრევს „ქართული ოცნების“ იმიჯს, რადგან მათი დანაშაული აშკარად იგრძნობა. შვიდი წლის განმავლობაში არც ერთი საქმე არ გამოიძიეს, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა და ახლაც ამბობენ, რომ თურმე, სიკვდილმისჯილმა ადამიანმა ვიდეო სომხეთის ციხიდან გაავრცელა. ვინ შეუტანა ეს ტელეფონი, საიდან აღმოაჩნდა, ან რატომ არ იძიებენ, ან რატომ ახსენდებათ მას შემდეგ, რაც ბესელია ამ საკითხის გამოძიებას ითხოვს? ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებას უნდა, ეს თემა დავიწყებას მიეცეს.

რაც შეეხება ბრალდებას, რომ თურმე, „ქართული ოცნების“ შეხვედრებიდან ინფორმაცია ეკა ბესელიას გამოჰქონდა, მაშინ ყოჩაღ, „რუსთავი 2“. თურმე, ცინცხალ ინფორმაციას გვაწვდიდნენ „ქართული ოცნების“ ყველა შეხვედრიდან. ამით ტელევიზიას წონას და ღირსებას მატებენ, თუმცა რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ წყარო ბესელია იყო, არ მგონია, ასე იყოს, რადგან „რუსთავი 2“-ს ინფორმაციების მოძიებების უამრავი წყარო ჰყავს და ერთ წყაროს არ დაეყრდნობოდა“, – განცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ჩვეული მეთოდია, რომ ბრალდებები იწყება იმ ადამიანთა მიმართ, ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ტოვებს.

„მეორე არის „ქართულ ოცნებაში“ არსებული პრინციპი – მოიპარე, იქურდე, ოღონდ, იყავი ჩვენიანი. თუ ხარ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მომხრე, მაშინ ყველაფერი გეპატიება, შეგრჩება, ქონებებსაც გადმოგიფორმებენ, ტენდერებსაც მოიგებ, მაგრამ საკმარისია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩამოცილდე და ადამიანის მიმართ ობიექტური თუ არაობიექტური ცილისწამებები და ბრალდებები იწყება. ეს მათი ჩვეული მეთოდია. ვინც „ქართულ ოცნებას” დატოვებს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებიდან“ ბევრი ადამიანი გავა და ერთ მშვენიერ დღეს, ისინიც საძაგლები და საშინელი ადამიანები გახდებიან“, – განაცხადა დეპუტატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. შსს-ის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვარში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან, აღნიშნული კადრები კი, დ.ა.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ.- სგან მიიღო.

region
ავტ.: region ივლისი 23, 2019 17:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics