“მაქვს შესაძლებლობა, ჩემი თავი განვიხილო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ” – თადუმაძე

გენერალური პროკურორის ბრძოლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის – შალვა თადუმაძე ამბობს, რომ საკუთარ თავს ამ თანამდებობაზე განიხილავს.

მისი თქმით, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის გადაწყვეტილება მის სურვილებს დაემთხვევა, ის სასამართლოს თავმჯდომარე გახდება.

“ვთვლი, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი თავი განვიხილო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, თუ ბუნებრივია, საბჭოს და პარლამენტის გადაწყვეტილება ჩემს სურვილებს და აზრებს დაემთხვევა,“ – განაცხადა თადუმაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შალვა თადუმაძესთან გასაუბრება კამათის ფონზე წარიმართა. ის ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი საძაგლიშვილი – „რუსთავი 2“-ის იურისტი ვარ, არ ვარ არც ქიბარ ხალვაშის პირადი იურისტი, არც პაატა სალიასი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – ეკა ბესელიას მიმართ შეტევა „რუსთავი 2“-ის საკითხის გადაფარვისთვის არის გამიზნული