Rolling Stones-მა კუბაში ასობით ათასი მაყურებელი შეკრიბა

როლინგებილეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Rolling Stones გუშინ პირველად გამოვიდა კუბაში და ასობით ათასი მაყურებელი შეკრიბა.
კონცერტი უზარმაზარ სპორტულ კომპლექს „სიუდად დეპორტივოში“ ჩატარდა. დარბაზი კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე სავსე იყო მაყურებლით.
ამ დონის პოპულარული მუსიკოსი კუბაში 1961 წლიდან არ ყოფილა, მას შემდეგ, რაც კუნძულზე როკ-მუსიკა აკრძალეს, როგორც დამანგრეველი და დეკადენტური.
Rolling Stones-ის კონცერტზე მაყურებლის ზუსტი რაოდენობა არ არის ცნობილი, მაგრამ მთავრობის შეფასებით, კონცერტზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იყო. სხვა მონაცემებით კი – 200 ათასი – „ბიბისი“ წერს.
„გამარჯობა, ჰავანა. საღამო მშვიდობისა ჩემო კუბელებო“ – დაიყვირა მიკ ჯაგერმა და მაშინათვე შეუდგა “როლინგების” კლასიკური კომპოზიციის Jumpin’ Jack Flash-ის შესრულებას, რომლის გარეშეც მათი არც ერთი კონცერტი არ ჩატარებულა.
ჯგუფმა სულ 18 ყველაზე ცნობილი და პოპულარული სიმღერა შეასრულა. სიმღერებს შორის მიგ ჯაგერი პუბლიკას ესპანურად ესაუბრებოდა.

 

banner
წინა სტატიაშირამაზ საყვერალიძის შეფასებით, ფარული ჩანაწერების სკანდალი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას შეასუსტებს
შემდეგი სტატიასირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ „მეორე ადამიანი“ მოკლეს