სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ „მეორე ადამიანი“ მოკლეს

„ისლამურ სახელმწიფოში“ მნიშვნელობით მეორე ადამიანი აშშ-ს მეთაურობით კოალიციის ოპერაციას შეეწირა – ინტერნეტ-პორტალი The Daily Beast-ი წერს. პორტალის თქმით, საუბარია რელიგიურ ლიდერზე ხაჯი იმამზე, რომლის ნამდვილი სახელია აბდ არ-რახმან მუსტაფა აკ-კადული.
ტერორისტი ავიადარტყმებით მოკლეს თუ სახმელეთო ოპერაციით, არ ზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ს მთავრობამ ხაჯი იმამის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისათვის ჯილდო 7 მილიონი დოლარი დააწესა. 2015 წლის მაისში იმამის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა, მაშინ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
15 მარტს თეთრმა სახლმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაურის აბუ უმარ აშ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ჩინოვნიკების თქმით, ტერორისტი ამერიკული ავიადარტყმების შედეგად დაიჭრა, შემდეგ კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზაფხულში დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში დაპრყობილ ტერიტორიებზე ხალიფატის შექმნის შესახებ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიRolling Stones-მა კუბაში ასობით ათასი მაყურებელი შეკრიბა
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეას ტერიტორიაზე 50 ათასი ფურცელი ჩამოყარა