როლანდ ფიფია:ჩვენ გადავშლით ისტორიის ახალ ფურცელს, სადაც თითოეული აფხაზი და ქართველი დიდი შემართებით ივლიან წინ ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის იდეით

27 სექტემბერი უდიდესი ტკივილის და იმედის დღეა პირადად ჩემთვის. 27 სექტემბერი უდიდესი გამოწვევაა თითოეული ქართველისთვის და ეს არის გამოწვევა აფხაზებისთვისაც. მე დევნილი ვარ, ჩემი გაგრიდან, ჩემი სახლიდან, ჩემი აფხაზეთიდან. ერთი დღეც არ მიცხოვრია ტკივილის ფარეშე, მაგრამ სწორედ ეს ტკივილი მაძლევს იმის ძალას, რომ მე მჯეროდეს ჩემს აფხაზეთში, ჩემს გაგრაში, ჩემს სახლში დაბრუნების. მე მჯერა და მწამს გამარჯვების. ჩვენ დავბრუნდებით ომის, ახალი სისხლისღვრის და დაპირისპირების გარეშე და ეს აუცილებლად მოხდება. მე მჯერა და მწამს, რომ ჩემი აფხაზი მეგობრებიც ასე ფიქრობენ და ჩვენ შევძლებთ ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენას. ჩვენ გადავშლით ისტორიის ახალ ფურცელს, სადაც თითოეული აფხაზი და ქართველი დიდი შემართებით ივლიან წინ ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის იდეით-აცხადებს წალენჯიხა, მარტვილი, აბაშისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლან ფიფია.

banner
წინა სტატიაში“ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რათა აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში”
შემდეგი სტატიაამ არჩევნევბის შემდეგ საქართველოს პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, სწორედ მრავალფეროვნებაშია საქართველოს ძალაც და უნიკალურობაც – ნინო გოგუაძე