ამ არჩევნევბის შემდეგ საქართველოს პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, სწორედ მრავალფეროვნებაშია საქართველოს ძალაც და უნიკალურობაც – ნინო გოგუაძე

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა.
წარდგენაზე მოსახლეობას მიმართა ევროპული საქართველოს გუნდის წევრმა, ნინო გოგუაძემ.
ნინო გოგუაძის თქმით, ევროპული საქართველოს მიზანია, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ამისთვის იბრძოლებს ირმა ნადირაშვილი რუსთავში. გოგუაძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერი მოიტანს მრავალპარტიულ პარლამენტს, რაც იქნება გარდამტეხი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისათვის.
„31 ოქტომბერს რუსთაველებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარ წარმომადგენლად საქართველოს მთავარ ინსტიტუტში აირჩიონ ირმა ნადირაშილი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა სამართლიანობისათვის.
ევროპული საქართველო არის გუნდი, რომლის მიზანია, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, სწორედ ეს არის ირმას მიზანი, თუმცა ის როგორც რუსთავის მაჟორიტარი იზრუნებს იმისათვის, რომ უკეთესი, სამართლიანი ცხოვრება გახდეს შესაძლებელი ყოველი მოქალაქისთვის.
ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, რადგან მრავალფეროვნებაშია საქართველოს ძალაც და უნიკალურობაც.
რაც მთავარია, მრავალპარტიული პარლამენტი არავის მისცემს უფლებას, არცერთ პირს და პარტიას, რომ გაბატონდეს და თავისი ნება სურვილით მართოს ეს ქვეყანა.
ერთპარტიული დიქტატურა და ერთ პარტიაზე დაქვემდებარებული კანონი, სამართალი და კანონები დასრულდება ამ არჩევნებზე და საქართველო აუცილებლად დაადგება დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს გზას.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ ის კარგი რაც გვაქვს და შევცვალოთ ის, რაც გვაშორებს თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროსაგან. ამიტომ, 31 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე და მიეცით ხმა გარდამტეხ ცვლილებებს. სწორედ ამ არჩევნებით იწყება ჩვენი ქვეყნის უკეთესი აწმყო და მომავალი.“ -განაცხადა ნინო გოგუძემ.

banner
წინა სტატიაშიროლანდ ფიფია:ჩვენ გადავშლით ისტორიის ახალ ფურცელს, სადაც თითოეული აფხაზი და ქართველი დიდი შემართებით ივლიან წინ ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის იდეით
შემდეგი სტატია31 ოქტომბერი იქნება დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის დღე – ელენე ხოშტარია