როგორია შატილის გზაზე დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.

“ორ პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია, აქედან გამომდინარე ლიკვიდირებული იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანება.ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილური.
უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დადებით დინამიკა მიღწეული სამივე მათგანთან ჰემოდინამიკის მართვის მხრივ. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპამდე არ ვლინდება არც ერთთან უარყოფითი დინამიკა.
ვიმედოვნებთ, რომ ამ რთულ გზაზე, რაც მათ უნდა გაიარონ გამოჯანმრთელებამდე, არანაირი პრობლემა არ შეექმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ”,-აცხადებს ლევან რატიანი.

23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: „ჩვენ ვაპირებთ უპრეცენდენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – არ მეგონა, თუ ჩვენი ოპონენტები ასე შორს წავიდოდნენ