მამუკა მდინარაძე – არ მეგონა, თუ ჩვენი ოპონენტები ასე შორს წავიდოდნენ

არ ვიცოდი, თუ ჩვენი ოპონენტები ასე შორს წავიდოდნენ და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევას ეჭვქვეშ დააყენებდნენ. ნამდვილად არ მეგონა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული საწარმოთა კვლევის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის შეფასება, რომელიც კვლევის შემდეგ საქართველომ დაიმსახურა, არა რომელიმე პარტიის, არამედ ქვეყნის უდიდეს წარმატებას ნიშნავს და ფაქტი ყველას უნდა ახარებდეს.

„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა. ჩვენ, ერთი მხრივ, შესაძლოა, სუბიექტურები ვიყოთ შეფასებაში და ბუნებრივია, ყველა ხელისუფლება, ყველა პარტია ამბობს იმას, რასაც აკეთებდა. ამასთან დაკავშირებით თვითკმაყოფილებას არ მივცემივართ არასოდეს, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც კორუფცია არ არის, მაგრამ შესაბამის ინდექსსა და ინდიკატორებს, რაც კონკრეტულ ცოფრებში აისახება, დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. როგორია ჩვენთან ეს შეფასება, ამას გაეცა დღეს პასუხი. თუკი საქართველო არის მსოფლიო ათეულში, ეს ნიშნავს არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უდიდეს წარმატებას. მგონია, ეს ყველას უნდა ახარებდეს. კრიტიკა, რომ ეს ორგანიზაციაც რაღაცას აყალბებს თურმე, წარმოუდგენელიც კია ჩემთვის. ყველას უნდა ეამაყებოდეს, რომ მისი ქვეყანა ამ ინდიკატორითაც მსოფლიო ათეულში მოხვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავითარების პერსპექტივები, მივიდეთ კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე ნებისმიერი მიმართულებით, არის გაცილებით მეტი“, – განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიროგორია შატილის გზაზე დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა?!
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დადგინდა ახალი მიმართულება, ბუდაპეშტი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში