როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ, ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ! – შენგელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს ეხმაურება:

“ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ.

სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო – როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!”

banner
წინა სტატიაშიაქუბარდია უმრავლესობას – თქვენ, თქვენი შვილების მომავალი მოწყობილი გაქვთ და სხვისი შვილების მომავალს უპირისპირდებით
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე