როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს – იურისტის რჩევები

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” იურისტი, საბა ბრაჭველი აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში გამოკითხვაზე დაგიბარებენ. დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეთ სისხლის სამართლის საქმესთან.

გთავაზობთ ბრაჭველის პოსტს:

“თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ:

უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;
თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;
თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.
არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ

არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ

არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ ‘შედეგებით’, თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.

577070563 – სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი
1481 – სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა. მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ერთად ვერ მოგვერევიან. ძალა ერთობაშია”.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი – ომბუდსმენი