როდის მიხვდება ჯოგი ძალაუფლების დანაწილების სიკეთეებს?!

არჩევნებიდან რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლომ რომ მოხსნა უცხოელებზე მიწის გაყიდვის მორატორიუმი, და მომავალ კონსტიტუციაში ჩანაწერი ამის შესახებ არაერთმნიშვნელოვანი და ბუნდოვანია, ეს ერთი უბედურებაა. ქოცმთავრობა მიუერთდა გაეროს მიგრაციული ნაკადების რეგულირების ფაქტს, რომლის თანახმადაც წევრი-ქვეყნები იღებენ ვალდებულებას მოახდიონ ამ ნაკადის რეგულირებული და მოწესრიგებული განაწილება. ცნოისათვის, აშშ და მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, მათ შორის – ბალტიისპირეთიც, უარს აცხადებენ ამ პაქტის აღიარებაზე. ასე რომ, მალე ამ ქვეყანას ახალი პატრონებიც გამოუჩნდებიან. თქვენ ამასობაში ჩამოწერილი ვალებისთვის ოსანა უმღერეთ, რომელსაც მაინც არ იხდიდით!

როდის მიხვდება ჯოგი ძალაუფლების დანაწილების სიკეთეებს?! საერთოდ არ ვიცნობ გრიგოლ ვაშაძეს, არც შევხვედრივარ ოდესმე. არც იმის მჯერა, რომ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავასავით უყვარს ქართული მიწა, მაგრამ: თუნდაც პოლიტიკური დღის წესრიგის გამო შეეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერში ქოცებს? შეეეწინააღმდეგებოდა! ვიხეირებდით ამით ხალხი? ვიხეირებდით.

მაგრამ რა უნდა ელაპარაკო ხალხს, ვინც ამბობს: ამდენი კამათი და აურზაური ოპოზიციასთან ხელისუფლებას საქმის კეთების საშუალებას არ აძლევსო! არა უშავს, ახლა ხომ ასი პროცენტით მათია ქვეყანა, აწი გაათენებენ თქვენზე ზრუნვაში ღამეებს…

ჩვენ რა ვქნათ, ვისაც ჯოგზე ცოტა მეტი გვესმის, თორემ ამათთვის მონობა ბუნებრივი მდგომარეობაა! – წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის, საკადრო თვალსაზისით
შემდეგი სტატიასლოგანი: “სიყვარულით სავსე ქალაქი”- “მინდა, მომავალი წელი იყოს სიყვარულის წელი“