როდესაც შენს ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა?

ქალბატონო ბოკუჩავა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩემი ოჯახის წევრებს აპატიმრებდა, კორუფციულ სქემებში მათ შორის თქვენ იყავით გახვეული, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საჩუქრად ოქროს ნივთებს უგზავნიდა – უპასუხეთ საზოგადოებას, როგორ ხდებოდა ეს ამბები, – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
აღნიშნული განცხადება ბესელიამ სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც თინა ბოკუჩავამ პატიმართა შეწყალების საქმეში კოლეგის შესაძლო კორუფციულ ინტერესზე მიუთითა.
“მე თქვენ 2004 წლიდან გებრძოდით, როგორც კი ხელისუფლებაში მოხვედით. 2010 წელი იყო, როდესაც თქვენი პრეზიდენტის ბრძანებით ჩემი სკოლის მოსწავლე 16 წლის შვილი, ჩემს ძმასთან ერთად დააპატიმრეს და ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. მაშინ როდესაც შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემს ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, მაინტერესებს შენ, თინა ბოკუჩავას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ოქროს სამაჯურს საჩუქრად რატომ გიგზავნიდა. ეს კონკრეტული ფაქტი არის იმ ბრალდების საქმეში, რომელიც სასამართლოშია გაგზავნილი“, – მიმართა ბოკუჩავას ბესელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

banner
წინა სტატიაშიბატონო შალვა, მედიას მიხედეთ! – საინფორმაციო სივრცე დაბალანსებული უნდა იყოს და პროკურატურის მხარე ჩანდეს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი – დადგა დრო, დეტალურად ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიოს მტკივნეულ წერტილებზე