ბატონო შალვა, მედიას მიხედეთ! – საინფორმაციო სივრცე დაბალანსებული უნდა იყოს და პროკურატურის მხარე ჩანდეს

ბატონო შალვა, თქვენთან თხოვნა მაქვს – მედიას მიხედეთ, – ამ განცხადებით მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ მიმართა.

როგორც გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, “ძირითადად მედიაში ადვოკატები გამოდიან, რომელთაც ფული აქვთ აღებული, რომ მკვლელები და დამნაშავეები დაიცვან და პროკურატურა, როგორც სახელმწიფო მხარე, მედიით არ ჩანს“.

“საზოგადოებას ილუზია ექმნება, რომ თითქოს დანაშაულის კატასტროფული ზრდაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს 418 განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტი მოხდა, ძარცვა იყო 638, ხოლო ყაჩაღობა – 398 და არავინ არ იცოდა, რა ხდებოდა საქართველოში, ისე წიხლქვეშ ჰქონდათ მედია ამოდებული. 2010 წელს არასრულწლოვნებმა 40 მკვლელობა ჩაიდინეს. ეს არავის არ გაუგია და ჩვენ ერთი ტრაგიკული ფაქტის გამო საგამოძიებო კომისია შევქმენით. ამას მიხედვა უნდა! საინფორმაციო სივრცე დაბალანსებული უნდა იყოს და ამაში პროკურატურის მხარე ჩანდეს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ შალვა თადუმაძის მისამართით.

 

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების – საშუალო სიმძიმისაა
შემდეგი სტატიაროდესაც შენს ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა?