როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება – პრემიერი არასამთავრობოებზე

ქვეყნის პრემიერი ამტკიცებს, რომ ენჯეოები იტყუებიან თავიანთი გამჭვირვალობის შესახებ და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან.

“გახსოვთ, შარშან და წელსაც იტყუებოდნენ, რომ თითქოს, ყველაფერი იყო გამჭვირვალე. თითქოს, სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რაც საპარლამენტო განხილვამაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტურად ტყუილი. ჩვენ ამოვიღეთ 7 ორგანიზაციის მონაცემი და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18% ამ ორგანიზაციების ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების 0% არის საჯარო. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას ძალიან მარტივი კითხვა, როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება. ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული. ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს”, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიპრორუსული ძალები არიან, პრაქტიკულად, გამქრალი პოლიტიკური სივრციდან – კობახიძე
შემდეგი სტატიაიქმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური “აგენტები” მმართველ პარტიაში სხედან – გალერი