რიტორიკა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას”, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი აპირებენ ე.წ. აგენტების კანონპროექტის უკან დატრიალებას – ამ რუსული თაღლითური რეჟიმის მხრიდან არაფერია გამორიცხული – ჩიხლაძე

სამწუხაროდ, რიტორიკა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას”, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი აპირებენ ამის [ე.წ. აგენტების კანონპროექტის] უკან დატრიალებას – ამ რუსული თაღლითური რეჟიმის მხრიდან არაფერია გამორიცხული, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამორიცხავს თუ არა რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დაბრუნდეს.

მისივე თქმით, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ამ თემას დახურავდა, მაგრამ “ქართული ოცნება” ამას არ აკეთებს და მმართველი გუნდის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ეს შესანიშნავი კანონია.

“სხვათა შორის, იგივე კითხვებს გისვამდნენ ჩვენ ევროსტრუქტურებშიც, ევროპარლამენტშიც, რომ დარწმუნებული ხართ, რომ ამ კანონს აღარ შემოატრიალებენ? სამწუხაროდ, რიტორიკა, რაც აქვს “ქართულ ოცნებას” მეტყველებს იმაზე, რომ ისინი აპირებენ ამის უკან დატრიალებას. გავიხსენოთ რას ამბობენ ისინი – რომ ხალხს კარგად გავაცნობთ კიდევ კანონსო. რომ აცნობ კანონს, რატომ აცნობ ხომ? ანუ, დამთავრდა, დასრულდა, დაიხურა ეს თემა. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ამ თემას დახურავდა, მაგრამ “ქართული ოცნება” არ ხურავს ამ თემას და “ქართული ოცნების” დეპუტატები ყოველ დღე თავს გვესხმიან და ამტკიცებენ, რომ ეს არის შესანიშნავი კანონი, ოღონდ მთელი მსოფლიო ამბობს, რომ არ შეიძლება,” – განაცხადა ჩიხლაძემ.

მან ასევე ბიზნეს ცენტრ “ტერმინალთან” გამართულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ამ ახალგაზრდებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

“სამწუხარო რეალობაა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს “ქართული ოცნება” ამ ახალგაზრდებს, ვინც დღეს მოგვიქსია ამ შეხვედრაზე. პანდემია დიდი ხანია დასრულებულია და ყველა ნიღაბში დგას. ეშინიათ საკუთარი სახეების გამოჩენა, ან რცხვენიათ. როდესაც ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, არც ერთი ჩვენგანი სახეს არ მალავს. ისინი კი სახეს მალავენ როდესაც მოდიან და დებოშს ტეხენ აქ. ეს არის განსხვავება,” – აცხადებს ჩიხლაძე.

banner
წინა სტატიაშიმილიონი ხელმოწერიდან 80 ათასი უკვე შეგროვებულია, აქციების გამო, კამპანია ცოტა არ იყო აქტიური, ჩვენ გავააქტიურებთ ახლა, მთელ საქართველოს მოვედებით – ვაშაძე
შემდეგი სტატიანიღბებს ამოფარებული საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელშიც ბევრი ჰყავს და ამ ადამიანებისთვის უსახურობა დაუსჯელობის განცდად იქცა – ფოფხაძე