ნიღბებს ამოფარებული საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელშიც ბევრი ჰყავს და ამ ადამიანებისთვის უსახურობა დაუსჯელობის განცდად იქცა – ფოფხაძე

ნიღბებს ამოფარებული საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელშიც ბევრი ჰყავს და ამ ადამიანებისთვის უსახურობა დაუსჯელობის განცდად იქცა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ბიზნეს ცენტრ “ტერმინალთან” გამართული აქცია შეაფასა.

მისივე თქმით, მსგავსი საპროტესტო აქციების უკან რეალურად სუს-ი დგას.

“აბსურდია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ასეთი ფორმით თავის ოპონენტებთან ურთიერთობას. ჯერ ერთი, ჩვენ ვიცით, რომ ნიღბებს ამოფარებული საზოგადოება “ქართულ ოცნებას” სოციალურ ქსელშიც ბევრი ჰყავს და ამ ადამიანებისთვის უსახურობა დაუსჯელობის განცდად იქცა. ესე იგი, თუ მე არ მაქვს სახე, მე ვარ “ბოტი” ან “ტროლი”, მე შემიძლია ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენო, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური ძალადობა განვახორციელო. ამას ხელისუფლება ახალისებს და მხარს უჭერს,” – განაცხადა ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშირიტორიკა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას”, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი აპირებენ ე.წ. აგენტების კანონპროექტის უკან დატრიალებას – ამ რუსული თაღლითური რეჟიმის მხრიდან არაფერია გამორიცხული – ჩიხლაძე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა