„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: საქართველოს ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის ფაქტთან დაკავშირებით ძირეული და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისა და ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუვნელყოფისკენ მოუწოდებს.

საგანგებო განცხადება RSF-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ შოკისმომგვრელი და შემაშფოთებელი იყო გიორგი გაბუნიას კომენტარები, მისი მკვლელობის დაგეგმვა და მის მიმართ მუქარა არანაირად არ არის გამართლებული. თხოვნით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ძირეული და გამჭვირვალე გამოძიება მომხდართან დაკავშირებით და გააკეთოს ყველაფერი ჟურნალისტ გაბუნიას უსაფრთხოების დასაცავად,“-აღნიშნა ჟანა კაველიემ.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

banner
წინა სტატიაშიმე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას ვიცავთ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მათ შორის არც საქართველოში
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს განიხილავენ