რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს მიუსამძიმრა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში კრიზისის მშვიდობიანი გზით დასრულება აუცილებელია, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, ერდოღანმა მწუხარება გამოთქვა მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმის დროს ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.

თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ თურქეთი მზად არის, რუსეთთან განავითაროს თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე – მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, მაგრამ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, ძალიან ბევრს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – უნდა გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება, მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა