რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული და თურქული მედიები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი რუსეთში 12:15 წუთზე დაეშვა. აეროპორტში მას კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ რუპელი, ასევე სოჭის მერი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ.

ერდოღანი დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა „მარცვლეულის შეთანხმებაში“ რუსეთის დაბრუნების საკითხი იქნება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაინფლაციის შესამცირებლად ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და აგვისტოში 0,9 პროცენტია, რაც დიდი მიღწევაა, მაშინ, როცა მაღალი ინფლაცია გამოწვევად რჩება ევროპაში, ამერიკაში – ღარიბაშვილი