რეგულირების სააგენტო: გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია

დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს  ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განაცხადეს.

„ამასთან, ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, არ აქვს აცრის ჩატარების სერტიფიკატი და ამასთან, შარშან გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ უწყებაში.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.

banner
წინა სტატიაშიფოთში 5 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა – თარხნიშვილი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა