რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა

მეათე მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. კერძოდ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, არჩეულ იქნა გიორგი ხოჯევანიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით – ეკა სეფაშვილი.

კომიტეტის წევრებმა, პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებების შესაბამისად, შეიმუშავეს და დაამტკიცეს კომიტეტის დებულება. ახალარჩეული პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ამ დებულების მიხედვით გააგრძელებს თავის საქმიანობას მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში.

სოზარ სუბარმა კოლეგებს გააცნო ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც დებულებაში აისახა და ასევე ყურადღება გაამახვილა კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტებზე.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც კომიტეტი იმუშავებს, ეს არის თვითმმართველობის განმტკიცება და რეალური თვითმმართველობის ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოყალიბება. ძალიან კარგი ტრადიციები აქვს ამ კომიტეტს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი გაბუნიას. ეს კომიტეტი, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს, როდესაც შეიცვალა ყველა ჩვენგანის ყოფა, პრაქტიკულად არა მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობაში იყო აქტიური, არამედ რეგიონებში, ადგილზე სწავლობდნენ იქ არსებულ ვითარებას, ადგილზე ეცნობოდნენ პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. ეს აისახებოდა ზოგჯერ საკანონმდებლო მუშაობაში, ზოგჯერ მთავრობის ზედამხედველობის სფეროში და მთავრობასთან ერთად ხდებოდა გეგმების შემუშავება ცალკეული მიმართულებების მიხედვით. ეს პრაქტიკა კომიტეტის საქმიანობაში აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშინინა კობახიძე -გავრცელების რაოდენობა შეკავებულია, ტესტირების რაოდენობის ზრდის მიუხედავად 4 000 – 5 000 – მდე ადამიანი ინფიცირდება და ეს არის მართვადი
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს