რატომ წავიდა ზელენსკი თურქეთში

მაშინ, როცა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდებიან დასავლეთის ქვეყნები, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოკიდა თავის შვილებს და თურქეთში პიონერთა ბანაკში წაიყვანა – ერთ-ერთი კომენტარი ასეთია ზელენსკის განცხადებაზე, თურქეთში წასვლასთან დაკავშირებით, რომელიც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა “ფეისბუქზე” დადო. ზელენკის თურქეთში წასვლის შესახებ ინფორმაციას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ამ მომენტისთვის მას 14 ათასი კომენტარი აქვს. ახლადარჩეულ პრეზიდენტს ბევრი განკიცხავს.

სად წავიდა ვლადიმირ ზელენსკი? “მივფრინავ თურქეთში. ჩემი შვილები მიმყავს ყოველწლიურ ფესტივალზე “Весело” – დაწერა პრეზდენტმა. “Весело” ყოველწლიური ფესტივალია, რომელსაც ზელენსკის ჯგუფი “კვარტალ 95” – ი ყოველ წელს ატარებს თურქეთის ბოდრუმში. ფესტვალის საიტზე ნათქვამია, რომ ეს “დიდი პიონერთა ბანაკია” სპორტულ-გასართობი პროგრამით. ღონისძიებები 30 აპრილიდან 7 მაისამდე ჩატარდება. ზელენსკი კიივში ორ დღეში დაბრუნდება. მან, “ფეისბუქ” შეტყობინებაში, ასევე, აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი დასვენებაა უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრის ინიციატივით ქუთაისის ციხეში განთავსებული 11 არასრულწლოვნისთვის სპეციალური სასეირნო ეზო მოეწყო
შემდეგი სტატიაევროპის ქვეყნებმა ნავთობსადენი “დრუჟბას” ტრანზიტი მასობრივად შეჩერეს