რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია, დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს? – ირლანდიელი სენატორი

დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს? – ამის შესახებ ირლანდიელი დამოუკიდებელი სენატორი ჯერარდ კროგველი „ტვიტერში“ წერს.

„მოხარული ვარ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ხილვით. თუმცა, რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია. დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს. ჩვენ ევროკავშირში მაშინ ისინი მივატოვეთ, რატომ ახლა?“, – წერს „ტვიტერზე“ ირლანდიელი სენატორი. ​​

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი აქვეყნებს უკრაინის სამხედრო დახმარების სრულ სიას
შემდეგი სტატიაყაზახეთის პრეზიდენტმა რუსულ ორდენზე უარი განაცხადა