ყაზახეთის პრეზიდენტმა რუსულ ორდენზე უარი განაცხადა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ორდენის მიღებაზე უარი განაცხადა. ტოყაევის დაჯილდოების გადაწყვეტილება 17 ივნისს მოსკოვში მიიღეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც ტოყაევის პრესსამსახურში განაცხადეს, პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს არანაირი დაჯილდოება არ მიიღოს. მანამდე მან მსგავსი ჯილდოს მიღებაზე უარი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ვიზიტის დროის განაცხადა. ტოყაევის დაჯილდოება პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე უნდა შემდგარიყო. ალექსანდრე ნეველის ორდენი შეიძლება გადაეცეს უცხოელ პოლიტიკოსებს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისა და მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის.

ამასთანავე, კრემლი ტოყაევისთვის ალექსანდრე ნეველის ორდენის გადაცემის გადაწყვეტილებას უარყოფს. როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ყასიმ-ჯომარტ ტოყაევის რუსეთში დაჯილდოება არც იგეგმებოდა.

banner
წინა სტატიაშირატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია, დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს? – ირლანდიელი სენატორი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა