რატომ აღარიბებს ეს ხელისუფლება მოსახლეობას – ლევან ანთაძე

ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა ახსნას რა კარტელური გარიგებების ხარჯზე ხდება, რომ საწვავის თვითღირებულებას თითქმის ზუსტად იგივე ფასი ემატება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან, ვასო ურუშაძესთან ერთად საწვავის ფასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„როგორ ხდება ისე, რომ ნავთობპროდუქტებს თვითღირებულების შემდეგ ემატება თითქმის იგივე ფასი. რატომ აღარიბებს ეს ხელისუფლება მოსახლეობას, თუნდაც საწვავის ფასის კუთხით, რადგან საწვავი მოქმედებს ყველაფერზე: პროდუქტზე, სოციალურ მდგომარეობაზე და პირდაპირი გავლენა აქვს ამასთან. ეს უნდა ახსნას ამ ხელისუფლებამ თუ რის ხარჯზე, რა კარტელური გარიგებების ხარჯზე ხდება ეს, რომ თითქმის იგივე ფასი ემატება საწვავის თვითღირებულებას“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის პროექტ „გასტროლების“ მეორე სეზონი დაიწყო
შემდეგი სტატიარუსეთის ინტერესების მსახური ხელისუფლება ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს – მესტიაში 143 ადამიანი სტადიონის დამლაგებლად, 170 – აუზების გამწმენდად, ხოლო თიანეთში 126 ადამიანი სასაფლაოს მომვლელადაა დასაქმებული – საბა ბუაძე