რას იტყვის მაკრონი, როდესაც სადღაც კაფეში შეხვდება და ეტყვის: ქალბატონო სალომე, არა გრცხვენიათ? 7-ჯერ მოგვატყუეთ – გოცირიძე

ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებაზე და დემოკრატიის სამიტზე, მისი განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგობას ვერ უბედავს, მაგრამ ზოგჯერ საღ აზრსა და ზნეობას ის მიჰყავს ისეთ გადაწყვეტილებებამდე, რომელიც ოლიგარქს არ მოსწონს.

“რას იტყვის მაკრონი, როდესაც ის წავა პენსიაზე და საფრანგეთში, სადღაც კაფეში, შეხვდება და ის ეტყვის: ქალბატონო სალომე, არა გრცხვენიათ? 7-ჯერ მოგვატყუეთ. რაღაც მსგავსი სენტიმენტები აქვს, როგორც ჩანს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ის ვერ გაუბედავს, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ საღი აზრი და ზნეობის მომენტები მიგაღებინებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა იმას, ვინც მოიყვანა ის პოსტზე”,- ამბობს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო
შემდეგი სტატიაპარლამენტის სამმა კომიტეტმა ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტს მხარი დაუჭირა