„რაო სოსო, შემოგდებულმა ჩანაწერებმა არ იმუშავა და გაბრაზდი?!“ – ელისო კილაძე გოგაშვილს მიმართავს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა„თეთრი ძაფები, სოსო! მეუფე იაკობმა გაიმეორა „ანტრიკოტას“ და მისი აგენტურის ჭორები, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველთვე მიხდის 8000 ლარს (ეროვნულ ვალუტაში გადაიყვანა – 4000$). კურსიც არ იცის – აშკარად დამაკლო,“ – ამის შესახებ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რაო სოსო, დღეს შემოგდებულმა ჩანაწერებმა არ იმუშავა და გაბრაზდი?
მეუფე, ღარიბაშვილთან მეგობრობდე და მე დამიძახო რუსეთის აგენტი? ქრისტესმიერი სიყვარული და სათნოება სად დავინახო თქვენს ცილისწამებაში?!“- აცხადებს კილაძე.
შეგახსენებთ: პატრიარქის ქორეპისკოპოსმა გაზეთ ,,ქრონიკა +-ის” რედაქტორს რუსეთის აგენტი უწოდა. მისივე თქმით, მეუფე დიმიტრის სიძე და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ახალაიაებთან მუშაობდა. მანვე დეკანოზ მამალაძის ადვოკატს მეუფე პეტრეს ,,მაბეზღარა” უწოდა და განცხადა, რომ ის გიგრვლიანის საქმეზე შეგზავნილი იყო და ახლაც შეგზავნილია დეკანოზთან, რომ ,,იქიდან ამბები გამოიტანოს“, იმისთვის რომ ,,მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე“ არაფერი თქვას.
მეუფე იაკობი ჭყონდიდელ მეტროპოლიტსაც აკრიტიკებს. ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა რომ ანდრიაძე არ წარმოადგენს საპატრიარქოს უნივერსიტეტს რადგან ის სასწავლებელში მხოლოდ დეივრედ მუშაობს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) მეუფე იაკობის პირველი სკანდალური სატელევიზიო კომენტარი საპატრიარქოს ირგლივ განვითარებულ მოვლენებზე
შემდეგი სტატიაათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა