ათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

თურქეთში, ათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსისკენ მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემების გამო უკან დაბრუნდა, ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავის ბორტზე ოთხი მგზავრი იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, ავარიის დროს დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

banner
წინა სტატიაში„რაო სოსო, შემოგდებულმა ჩანაწერებმა არ იმუშავა და გაბრაზდი?!“ – ელისო კილაძე გოგაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიამსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი გარდაიცვალა