“რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, არიან გიორგი კვირკაშვილი, სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძეც”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
ზვიად კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ ყველაზე მისაღებ, ყველაზე რელევანტურ კანდიდატურაზე მოხდება შეჯერება.
“რამდენიმე კანდიდატურა განიხილება ნამდვილად, მათ შორის, არიან გიორგი კვირკაშვილი, სხვა კანდიდატურებიც – სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძეც. ასე რომ, ალბათ, გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ყველაზე მისაღებ, ყველაზე რელევანტურ კანდიდატურაზე”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: თბილისის მთავრობას ადამიანების სოციალური საჭიროებები არ ესმის
შემდეგი სტატიაუმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქცია პრემიერის კანდიდატურაზე შესაჯერებლად პარასკევს შეიკრიბება