რამდენიმე დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფს ქმნის

ვიქტორ ჯაფარიძემ, დაჩი ბერაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების თხოვნით მიმართეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ვიქტორ ჯაფარიძის, დაჩი ბერაიას, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და კოლეგების განცხადებაა შემოსული ბიუროზე, სადაც ისინი კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საინიციატივო, ჯგუფს ქმნიან და ითხოვენ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას. ეს განცხადება დასკვნისთვის უნდა გადაეცეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, საკითხს კომიტეტზე განიხილავენ და საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შესაგროვებლად ბლანკებს გადასცემენ.

„ეს არის საინიციატივო ჯგუფის განცხადება და არა საკანონმდებლო ინიციატივა. იმისათვის, რომ მოხდეს ხელმოწერების შეგროვება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მოხდება ამ საკითხის განხილვა და შესაბამისად გადაეცემათ ის ფორმები, ბლანკები, რომლებზეც ამ ჯგუფმა უნდა დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება ოთხთვიანი ვადით. ეს საკითხი იქნება განხილული საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურნავა აქციებზე- ჩვენ მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ
შემდეგი სტატიამთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირებაა საჭირო-დეკანოზი ილია ჭიღლაძე