რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს

region
ავტ.: region დეკემბერი 30, 2020 18:05

რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს.

რაგბის კავშირის არჩევნებზე, რომელიც, ჯერ კიდევ, 1 წლის წინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო, კენჭისყრის შედეგად 10 ხმა მიიღო ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო.

გოჩა სვანაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა სარაგბო სამყაროში შექმნილი კრიზისის გამო მიმდინარე წლის 30 ივლისს დატოვა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ კი თანამდებობა 14 აგვისტოს, არჩევიდან 10 დღეში, იმავე მიზეზების გამო დატოვა. შემდეგი ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია კი 16 ოქტომბერს მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს.

region
ავტ.: region დეკემბერი 30, 2020 18:05