რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი დასრულებულია – ღუდუშაური

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რადიკალურ ოპოზიციაზე, ეს უბრალოდ ჰაერიდან მოტანილი არ არის, ესენი არიან უსამშობლოები, როდესაც ხელი აქვთ ყველაფერზე აღებული და ერთადერთი სურვილი აქვთ, ეს ქვეყანა ჩაიგდონ ხელში და კვლავაც გააგრძელონ ის თავაშვებულობა, რასაც თავიანთი ხელისუფლების პირობებში აკეთებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი დასრულებულია.

„როდესაც აღნიშნული ვიზიტის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, თქვენ ხედავდით როგორი აჟიტირებულები. ჩამოდიან ახლა და ქვეყანას აპოკალიფსი ელოდება, ამით იყვნენ ისეთი გახარებულები და ბედნიერები, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია ასეთი სიბოროტის ხარისხი შენი ქვეყნის მიმართ. თუმცა როგორც არაერთხელ ყოფილა, გაწბილებულები დარჩნენ ეს ადამიანები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქამდე არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა იმისა, რომ საქართველო რაიმეს არღვევს და ეს მტკიცებულება ბუნებაში ვერ იქნება, რადგან საქართველომ მკაფიოდ, პრინციპულად და მაღალ დონეზე იცავს ამ ყველაფერს და ეს შეფასებები მოვისმინეთ. როდესაც ამ შეფასებებს ვიგებთ და გვესმის, ყველაფერთან ერთად თუ მორალიც ვინმეს შერჩენია, ხომ უნდა გამოვიდნენ და თქვან, ჩვენ შევცდით და სულ ტყუილად ვღელავდით, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამ ვიზიტის მესვეურებს მაინც დავეთანხმოთ და მათი პოზიცია გავიზიაროთ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ამათი პოლიტიკური მომავალი ჩვენს ქვეყანაში არის დასრულებული, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს ადამიანები არიან წინააღმდეგობაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და ქართველი ხალხის მომავალთან“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიბახმუტის მიმართულებით არის წინსვლა – სირსკი
შემდეგი სტატიაევროკავშირის ლიდერები ორდღიან სამიტზე უკრაინასთან, ჩინეთითან და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ