„რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი-გომელაური პრემიერთან დაპირისპირებას უარყოფს

შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს ბათუმში იმყოფება, ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერთან მისი დაპირისპირების შესახებ, რაც მინისტრმა უარყო.

„ის დაპირისპირება, რასაც თქვენ ამბობთ, არანაირი დაპირისპირება ჩემსა და გიორგის შორის არ არის… არამარტო ახლა, რაც პრემიერია და მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, წლებია ჩვენ ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ, არანაირი დაპირისპირება არ არის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტმა შს მინისტრს შეახსენა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ, როცა გომელაურმა იზორიას ძმის მიერ პოლიციელ გიორგი დვალიშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ვიდეოს გავრცელების შემდეგ თქვა – „იქნება, პოლიციელები აყენებდნენ შეურაცხყოფას? ყველა ჩვენ ხომ ერთი და იგივე ადამიანი არ ვართ. მე ჩემი აზრი მაქვს, მას თავის აზრი აქვს. გამოხატა ახლა. მოსაწონი… რაც თქვა ამ ადამიანმა, ვეთანხმები. მოსაწონი, როგორ იყო. მეც არ მითქვია, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია გააკეთეს, შეატრიალეს, შემოატრიალეს სამწუხაროდ და ეს თქვეს თორემ, მე არ მითქვია, რა კარგია და რა კარგად მოიქცა, ვთქვათ, ეს ადამიანი“.

იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ჯერ ერთი, დაპირისპირება თქვენი მოგონილია, მეორე – როგორც ვიცი ბატონი ვახო დაეთანხმა ჩემს პოზიციას და მესამე – მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი. მაშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის შეფასება, რომელიც მე გავაკეთე იყო აბსოლუტურად სწორი, გულწრფელი. კიდევ გავიმეორო? ხომ არ აქვს აზრი?! და ეს დაპირისპირება, ყველაფერი არის მოგონილი,“ – განაცხადა პრემიერმა.

კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება, როგორც მახსოვს: “ფორმას გაგხდით” – ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება, – ასე გამოეხმაურა  თავის დროზე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიასა და პატრულის თანამშრომელს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური პატიმარი
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს