ნაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 50 მ სიგრძის და ექვსი მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის ჩამოშლის საშიშროების გამო, საჭირო გახდა კედლის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფთხოებისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ გვექნება და გზის სავალი ნაწილი დაცული იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 84 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

banner
წინა სტატიაში„რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი-გომელაური პრემიერთან დაპირისპირებას უარყოფს
შემდეგი სტატიარუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ- შეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება