რაბის კავშირის არჩევნები – სამართალდამცავებმა სიტუაცია განმუხტეს, დაკავებული არავინაა

რაგბის კავშირის არჩევნების მსვლელობისას „ექსპო ჯორჯიაში“, საარჩევნო დარბაზში შეჭრას ცდილობდნენ ირაკლი აბუსერიძის მომხრეები.

მათ მოლი შეკრეს და სამართალდამცავებს ისე მიაწვნენ. თუმცა შეღწევა ვერ მოახერხეს.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა, დაძაბულობის მიუხედავად, პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა მოახერხა.

„რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობისას რაც მოხდა, მოვლენები როგორ განვითარდა, თავადაც ნახეთ. სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, თუმცა საპატრულო პოლიციამ მისი განმუხტვა მოახერხა. დაკავებული არავინაა“.

banner
წინა სტატიაშირა დავალება მიიღეს დეპუტატებმა – ელისო კილაძე ფეისბუქპოსტს აქვეყნებს
შემდეგი სტატიარაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს