რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სოსო ტყემალაძის განცხადებით, ყრილობაზე მოსვლა კლუბებს ძალიან გაუჭირდათ.

„ვნებები რომ ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ საქმეზე. სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა, იცოდით, რაც იყო დაანონსებული. ყრილობაზე მოსვლა კლუბებს ძალიან გაუჭირდათ. მესმის მათი და მინდა გადავცე, რომ მათთან თანამშრომლობას ეს ხელს არანაირად არ შეუშლის.

რაგბის კავშირს წელიწადნახევარია, პრეზიდენტი არ ჰყავს. დადგა ეს სანატრელი დღე.“

banner
წინა სტატიაშირაბის კავშირის არჩევნები – სამართალდამცავებმა სიტუაცია განმუხტეს, დაკავებული არავინაა
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე – რაგბი ჩვენი კი არა, ივანიშვილის თამაშია