რა უნდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს?!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2018 17:27

რა უნდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს?!

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა “თაიმერს“ „ხელი ჩამოართვა“. გიხაროდენ! უწყება შეშფოთებულ-აღშფოთებული არაა, უწყება უბრალოდ „მზადაა“ გავრცელებული ინფორმაცია სანახევროდ დაადასტუროს, მაგრამ უწყებამ, როგორც ჩანს, არ იცის – სანახევრო  დასტური, დასტურია და საბოლოო „გამობრწყინებამდე“ დარჩა რამდენიმე დღე! ეს „რამდენიმე დღე“ ტექნიკის ამბავია უბრალოდ…

ისტორია დაიწყო ასე: „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით: „ბაკურ გულუამ თანამდებობა დატოვა – რა მოხდა ზუგდიდში“ (მბული შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.timer.ge/bakur-guluam-thanamdeboba-datova-ra-mokhda-zugdidshi/ .

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბაკურ გულუა თანამშრომელებს აიძულებდა ერთმანეთის მაკოპრომატირებელი ვიდეოჩანაწერების გაკეთებას, რასაც თანამშრომელების უარი მოჰყვა და მას კაბინეტის კარი აუჭედეს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „თაიმერს“ დაუკავშირდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პიარ-სამსახური და გვამცნეს, რომ თურმე კარი არავის აუჭედავს და გულუა არ მოუხსნიათ თანამდებობიდან, მაგრამ შიდა მოკვლევა მიმდინარეობს და ცოტა ხანში ოფიციალურ პასუხს მოგცემთო.

„ცოტა ხანი“ რამდენიმე საათად იქცა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურმა განცხადება გააკეთა, ოღონდ არა „თაიმერისთვის“, რომელმაც ეს ინფორმაცია მოიპოვა და გაავრცელა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი სხვა რამაა: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თუ ფიქრობს რომ არარსებულ ფაქტზე დაწყებული შიდა მოკვლევისა ვინმეს სჯერა, ძალიან შემცდარა. მითუმეტეს, რომ „ზემოთ“ მსხდომთ „ქვემოდან“ აცნობეს – ან გულუა ან ჩვენო…

დაბოლოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გული რომ  არ დაწყდეს, გთავაზობთ უწყების კომენტარს: “თაიმერს” უწყებაში განუცხადეს სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შორის ნამდვილად მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება და აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურს დაწყებული აქვს მოკვლევა. მათივე განცხადებით ნებისმიერი გადაწყვეტილება დისციპლინური სასჯელის დაკისრების შესახებ, მიღებული იქნება მოკვლევის დასრულების შემდეგ.

 

www.timer.ge

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2018 17:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics