ბაკურ გულუამ თანამდებობა დატოვა -რა მოხდა ზუგდიდში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ბაკურ გულუამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაკურ გულუა თანამშრომელებს აიძულებდა ერთმანეთის მაკოპრომატირებელი ვიდეოჩანაწერების გაკეთებას, რასაც თანამშრომელების უარი მოჰყვა. როგორც წყარო აცხადებს ასეთი ვიდეოჩანაწერები კეთდებოდა, თუმცა გულუამ თანამშრომლების სრული “დამონება” გადაწყვიტა, რასაც ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოში “აფეთქება” გამოიწვია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიის თანამშრომელებმა აღნიშნული ინფორმაცია ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელს, საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს პაატა ბატიაშვილს მიაწოდეს. როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ბატიაშვილის თანდასწრებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ბაკურ გულუას ჯერ კაბინეტის კარი აუჭედეს, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. წყაროს თანახმად, მინისტრმა არ დააყოვნა და ბაკურ გულუა, რომელიც ქართულ ოცნებაში “ნაცების” „პორტირებით“ იყო დაკავებული, უვადო შვებულებაში გაუშვა.

banner
წინა სტატიაში ექსკლუზივი- მამუკა მამულაშვილი:  უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას ვგეგმავთ
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: სააკაშვილი დღეს უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით იდევნება