რა შემთხვევაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ხათუნა ზახაშვილის გამარტება

news
ავტ.: news მაისი 22, 2020 10:49

რა შემთხვევაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ხათუნა ზახაშვილის გამარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს თუ რა შემთხვევაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა.

მისი თქმით, ტრანსპორტის მოძრაობა მაშინ გახდება დასაშვები, თუ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ავადობის მაჩვენებელი არ მოიმატებს და იმავე ნიშნულზე დარჩება.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციზე. როდესაც ბიზნესი გაიხსნება და ადამიანების აქტივობები მოიმატებს, თუ ავადობის მაჩვენებელი იგივე ნიშნულზე დარჩება და ეს აქტივობები დაავადების რაოდენობის მატებისთვის იმპულსი არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად სატრანსპორტო საშუალებების ამუშავებაც დაშვებული იქნება.

3-ზე მეტი ადამიანის ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას რაც შეეხება, ესეც არის ადამიანთა გადაადგილების შენელებისთვის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და მისი არსებობა იგივე მიზანს ემსახურება – ნაკლები ადამიანი გადაადგილდეს ერთდროულად, ერთ სივრცეში. ესეც არის დაავადების გავრცელების შეკავების ერთ-ერთი ეფექტური შესაძლებლობა ადამიანების გადაადგილების შეზღუდვის თვალსაზრისით”, – აღნიშნა ზახაშვილმა.

news
ავტ.: news მაისი 22, 2020 10:49