პოლიციამ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969
წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის
საცხოვრებელ სახლში, დედას – 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და
ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა
შეატყობინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2
ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის
სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირა შემთხვევაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ხათუნა ზახაშვილის გამარტება
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, მეორე კი, კარანტინის სივრციდან არის