რა საბუთები იქნება საჭირო ევროპაში უვიზოდ წასასვლელად?!

‪ინტერნეტტექნოლოგიების ექსპერტი ნოდარ დავითური ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს და იმ ეტაპებზე წერს, რისი გავლაც საქართველოს მოქალაქეს ევროპაში წასვლისთვის ახლა სჭირდება და რისი გავლაც უვიზო რეჟიმის დროს დასჭირდება:

„#‎მულტივიზიანების და ‪#‎შენგენშიმიცნობენკაცო-თა დასამშვიდებლად –

რა იყო საჭირო ადრე:

1. იღებდით ცნობას სამსახურიდან ხელფასის შესახებ;

2. იღებდით ბანკიდან ბოლო თვეების ამონაწერს;

3. იღებდით ბანკიდან ანაბრის ცნობას;

4. იღებდით ორ ფოტოსურათს;

5. იღებდით პასპორტის ასლებს;

6. იღებდით სამოგზაურო დაზღვევას;

7. ავსებდით აპლიკაციის ფორმას;

8. ჯავშნიდით სასტუმროს (სასურველია ტურისტულის ბეჭდით);

9. ჯავშნიდით თვითმფრინავის ბილეთებს (არ ყიდულობდით, რა იცი რა ხდება);

10. ნიშნავდით საკონსულოში ან სერვისცენტრში მისვლის თარიღს;

11. მიდიოდით აღნიშნულ ცენტრში და დგებოდით რიგში;

12. იხდიდით რაღაც ოდენობის თანხას (70-150 ევრო);

13. აბარებდით საბუთებს;

14. ელოდებოდით პასუხს 7-21 დღე;

15. მიდიოდით (მულტი)ვიზიანი პასპორტის წამოსაღებად;

16. საბოლოოდ ყიდულობდით თვითმფრინავის ბილეთს.

რა იქნება საჭირო ამიერიდან, საზღვარზე:

1. დაბრუნების ბილეთის ჩვენება (რაც ისედაც გაქვთ);

2. ამონაწერი ბანკიდან, რომ უკაპიკოდ არ მიდიხართ (ბანკში ვიზიტი დარჩა მაინც, მარა თქვენ სოლოები და სტატუსები იქნებით და გაგიმზადებენ წინასწარ);

3. სამოგზაურო დაზღვევა (რაც ასევე ისედაც უნდა გქონდეთ, თუ ათი თავი არ გაქვთ);

და

4. სასტუმროს ჯავშანი (თუ არ გინდათ სასტუმრო, 5 წუთში ამოიბეჭდავთ booking.com-დან რამე ჯავშანს free cancelation-ით).

ჰოდა იგრძენით განსხვავება, სანამ დრო გაქვთ მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი მულტივიზები და გვაცადეთ სიხარული რა.“- წერს ნოდარ დავითური.

banner
წინა სტატიაში2016 წლიდან, საქართველოს მოქალაქეები, შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე იმგზავრებენ
შემდეგი სტატიასტამბულის აეროპორტში ISIS-ს 2 წევრი ევროკავშირის 148 პასპორტით დააკავეს…