2016 წლიდან, საქართველოს მოქალაქეები, შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე იმგზავრებენ

ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, 2016 წლიდან, საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით, შენგენის ზონის ქვეყნებში, ვიზის გარეშე შეძლებენ გადაადგილებას.

მიგრაციის, მოქალაქეობისa და საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისიის წევრის, დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ძალიან მძიმე სამუშაო გასწია, რამაც საბოლოო ჯამში, დადებითი შედეგი გამოიღო.

„საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყო. კომისიის აზრით, რომ საქართველომ გაიარა შესაბამისი პროგრესი და გაატარა ყველა ის რეფორმა, რომელიც საჭიროა ამ ოთხივე ბლოკში მოხსენებული რეფორმების თვალსაზრისით. საქართველომ გაწია ყველა ის ქმედება, რომელიც მე-3 ანგარიშში იყო მითითებული, მდგრადი პირობების შესრულებისთვის, ასევე მიგრაციის მართვისთვის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ადამიანის უკანონოდ გადაყვანისთვის, ასევე სამართლებრივი საქმიანობისთვის და მოქალაქეთა უფლებებისთვის. დადებითი შეფასება ამ პროგრესის ანგარიშისა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობის ფორმატში, ჩვენ მოვხსნით საჭიროებას 2016 წლიდან და საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები შენგენის ქვეყნებში. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ ბიომეტრიული პასპორტები, აღარ დასჭირდებათ ვიზები, როდესაც შენგენის ქვეყნების საზღვრებს მცირედროიანი ვიზიტისთვის გადაკვეთენ. ძალიან მძიმე სამუშაო, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გასწია, არის მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისთვის, რომ სარგებელი მიეღოთ საქართველოს მოქალაქეებს“, – აღნიშნა დიმიტრის ავრამოპულოსიმ.

დიმიტრის ავრამოპულოსიმ აქვე აღნიშნა, რომ საქართველოსთან ერთად საჭირო პროგრესს უკრაინამაც მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიმაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლის პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიარა საბუთები იქნება საჭირო ევროპაში უვიზოდ წასასვლელად?!