რა იყო წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე “ოცნების” საოცნებო ოცნება!

2021 თვითმმართველობის არჩევნების შედეგების  მიხედვით,წალენჯიხაში,ხელისუფლებამ,(“ოცნებამ”) აიღო 34%.(ისიც წარმოუდგენელი დარღვევების პირობებში)ეს იმას ნიშნავს,რომ მოსახლეობა კატეგორიულად არ ენდობა ოცნებას,არ ანდობს რაიონს და მომავალში მართვას და პასუხისმგებლობას აკისრებს დანარჩენ ოპოზიციას.შესაბამისად,საკრებულოში უნდა შედგეს ოპოზიციური კოალიციური უმრავლესობა,რომელიც საკუთარ თავზე აიღებს მართვას, გადაანაწილებს პასუხისმგებლობებს(კომისიებს,მოადგილეებს)ხოლო ხელისუფლება(“ოცნება”) გადადის ოპოზიციაში.(ეს არ არის თანამდებობებისთვის ბრძოლა,როგორც ზოგიერთს უნდა წარმოაჩინოს.ეს არის დაკისრებული პასუხისმგებლობის გადანაწილება ხალხის დაკვეთის შესაბამისად)!
(ისე,ცნობისთვის,წინა საკრებულოში ოპოზიციას ქონდა 40% და არ ეკავა არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა-დღეს, წაგებულზე რომ ასეთი მადა აქვთ,იმ”ოცნებამ” წაიღო ყველაფერი.)

ესაა კლასიკა და პოლიტიკა.ასე ლაგდება შედეგები,იცვლებიან ხელისუფლებები და ვითარდება ქვეყანა! გამომდინარე იქიდან,რომ პარტიამ “გახარია საქართველოსთვის”მიიღო 3 მანდატი და ეს 3 ხმა გადამწყვეტია საკრებულოს დასაკომპლექტებლად,”გახარია” შეეცადა მოერგო (გაუგებარი) დამბალანსებლის როლი,რაც აწყობდა მხოლოდ “ოცნებას”და ამ როლს დაადო საკუთრივ უმაღლესი პოლიტიკური ფასი-საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი.

“ენმ”დაეთანხმა მის ამბიციურ განაცხადს იმ პირობით,რომ საკრებულოში შევიდოდა ხალხის განწყობა,არჩევნების შედეგების შესაბამისად,უმრავლესობა იქნებოდა ოპოზიციური(,თუმცა,შეიძლებოდა გამარჯვებულს არ წაეღო ყველაფერი,ანუ,რაღაც მიეღო “ოცნებასაც”).
ყველა ლოგიკით და განსაკუთრებით მორალით,გამომდინარე იქიდან თუ რამდენი ზიანი მოგვაყენა “ოცნებამ”საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებს,გამოიყენა საკუთარი წალენჯიხელელი მოქალაქეების და კანდიდატების მიმართ  შანტაჟი,მუქარა,მოსყიდვა,თავი მოახსნევინა კანდიდატებს,წაართვა და გადაიბირა “გახარიასვე” პარტიას საკრებულოში უკვე გაყვანილი 2 დეპუტატი,ახლაც ეწეოდა მუქარას და შანტაჟს გარკვეული მიმართულებებით…მიუხედავად ამ ყველაფრისა,შემდგომ პროცესში,გვქონდა მოლოდინი,რომ წალენჯიხაში “გახარია საქართველოსთვის” მიერ არ იქნებოდა მხარდაჭერილი ფაქტიურად,”ოცნებისგან”თავსმოხვეული ფორმულა 4(ენმ)+4(ოცნება)+1(გახარია)!
არადა,დაუჭირეს!

დიახაც,ეს იყო “ოცნების”საოცნებო ოცნება!
ამ ფორმულით” გახარიამ”დააყენა ფრე “ენმ”(პირველი ადგილი) და “ოცნებას” შორის,ხოლო “ლელო”საერთოდ გააქრო საკრებულოდან “ოცნების”სასარგებლოდ,და ,ამ ნაბიჯით,პოლიტიკას, პირველ ნაბიჯებზევე, შეაძულებს სამომავლო ახალგაზრდას-გუგა დარსალიას(სრული პოლიტიკური და ადამიანური მხარდაჭერა მას),ხოლო,ლელოს ამომრჩევლის წილ ძალაუფლებას უმატებს “ოცნებას”!!(რა უბედურებაა,რა ფორმულაა ასეთი??)
საერთოდაც, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო პირველ ადგილზე გასული ენმ-ს კანდიდატი-ვინმე,ვინც იცის პოლიტიკა,მეტყვის ამაზე-არაო?ვინმე შემედავება ამაში?

ამ ყველაფერის გაუთვალისწინებლად,პარტია”გახარია საქართველოსთვის” მოდის ფორმულით,სადაც,გააზრებით თუ გაუაზრებლად, სრულიად გათელილია წალენჯიხის ამომრჩევლის ნება.
და ვის აწყობდა ეს ფორმულა?
პასუხი მარტივია…
(დიახ,”ოცნებამ”დააფიქსირა კიდევაც,სხდომიდან “ენმ”-ს პროტესტის ნიშნად გასვლის დროს-საკმარისია ორი პარტიაო,ანუ ჩვენი(“ოცნება”)და თქვენი(“გახარია”),თორე,”ენმ”,”ლელო”,უმრავლესობა და წალენჯიხელთა არჩევანი, ხალხის ნება და,საერთოდ,ეს დემოკრატია და ვინც ეს მოიგონა,(ჩვენი ცოდვით სავსემო)არჩევნებიც იქით იყოსო და მისი შედეგებიცო..აბა,ოპოზიციაში ხომ არ წავალთო))))))
ვფიქრობ, პარტიას”გახარია საქართველოსთვის” დეპუტატები,ახლა მაინც,ჩხოროწყუს ღირსეულ მაგალითზე მაინც, გაიაზრებენ ამ ყველაფერს…მათ აქვთ ადამიანურ ღირსებებზე დაფუძნებული პრინციპებით გადაწყვეტილების მიღების თავისუფალი სივრცე და ისინი საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდნენ მკაფიო ოპოზიციურ წარმომადგენლობად,უერთგულონ ხალხს და დარჩნენ პოლიტიკაში ისეთივე პრინციპულ და პატივსაცემ ადამიანებად,როგორებიც პოლიტიკაში მოსვლამდე იყვნენ.
……….
იმიტომ,რომ ოპოზიციური მერი ყავს წალენჯიხას?
………….
პ.ს:ეს მხოლოდ ფაქტებია.შეფასებითი ნაწილი არ დააყოვნებს პროცესების კვალდაკვალ!
პ.პ.ს:აფერუმ,ჩხოროწყუ!ოპოზიციის პასუხისმგებლობა პოზიციების ერთგულებაა!ჩხოროწყუში საკრებულო ყალიბდება ჩხოროწყუელი ამომრჩევლის ნების შესაბამისად-ხელისუფლებას “დაუძველდა,დაუჩლუნგდა წაგლეჯის მეთოდები,გამყალბებელი მიაბრძანეს ოპოზიციაში,ხოლო პასუხისმგებლობა აიღო ოპოზიციამ!!
“ოცნება”ჩხოროწყუში არის უმცირესობაში!!!
წალენჯიხაშიც ოცნება იქნება “ოპოზიციაში”
მთისპირა სამეგრელოა,ლაკადაა,ჩხოროწყუ!!! წალენჯიხა გადამდებია!-წერს წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი”… – ნიკა მელიას მიმართვა