მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გავრცელებული განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვრცელდება:

“7 ნოემბრის საქმეზე” მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას – გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ “პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე”.

7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში.

ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: ბრალდებულმა ორსულ მეუღლეს დანით, 30-მდე ჭრილობა მიაყენა
შემდეგი სტატიარა იყო წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე “ოცნების” საოცნებო ოცნება!