ქვეყნის ინტერების დაცვას საქართველოს პრემიერმინისტრი განსაკუთრებით კარგად ახერხებს – დავითაშვილი

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის აზრით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ინტერესებს განსაკუთრებით კარგად იცავს ამ რთულ ვითარებაში. მისი თქმით, პრემიერი არ გადადგება და გააგრძელებს მუშაობას.

“მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ აქ რაც ითქვა აბსოლუტურად არასერიოზულია, მომიტევეთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და ქვეყნის ინტერების დაცვას ახერხებს საქართველოს პრემიერმინისტრი განსაკუთრებით კარგად ამ რთულ ვითარებაში. ქვეყნის ინტერესია ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური კეთილდღეობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და მეტი კეთილდღეობის შექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ამოცანებს ასრულებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და შესაბამისად ის რა თქმა უნდა იქნება და გააგრძელებს თავის პოზიციაზე მუშაობას”, – თქვა დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიადავითაშვილი – არახამიას არაერთი ცრუ ბრალდება მოგვისმენია, დღესაც იგივეა, მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები