დავითაშვილი – არახამიას არაერთი ცრუ ბრალდება მოგვისმენია, დღესაც იგივეა, მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები

არახამიას არაერთი ცრუ ბრალდება მოგვისმენია, დღესაც იგივეა, მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები, ნებისმიერი ადამიანი როდესაც სხვას სდებს ბრალს, ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილს კითხვა დაუსვეს „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას მიერ „ტელეგრამის“ საშუალებით გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“.

„ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს რაც შეეხება, რომელიც მანამდეც არაერთი მოგვისმენია, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა. დღესაც იგივეა. ჩვენ მოვისმინეთ საუბარი მხოლოდ ბრალდებებზე, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები, ძალიან მარტივია. ნებისმიერი ადამიანი როდესაც სხვა ადამიანს ბრალს სდებს, უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული.

ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც ვფიქრობ, თითოეული ქართველისთვის, ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და განსაკუთრებით, როდესაც ის ადამიანი, შეიძლება, ეთნიკურად ქართველი იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის ინტერების დაცვას საქართველოს პრემიერმინისტრი განსაკუთრებით კარგად ახერხებს – დავითაშვილი
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – რადიკალურმა ოპოზიციამ ვერასდროს დაამთხვია საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს