ქუთაისის მერმა სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

უთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. როგორც გაირკვა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ბექა ყურაშვილი უხელმძღვანელებს, ადმინისტრაციულს- ლევან კინწურაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს გიორგი გიორგობიანი ჩაიბარებს, სამხედრო სამსახურს ლერი ყენია,

სოციალურ საკითხთა სამსახურს კი იოსებ ჩიჯავაძე უხელმძღვანელებს, საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია იქნება.

ქუთაისის მერიის სამსახურების ძველი უფროსებიდან თანამდებობა, სოციალურ საკითხთა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებმა შეინარჩუნეს.

banner
წინა სტატიაშისოსო ოსორაულთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით ვმუშაობთ – იზორია
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული