სოსო ოსორაულთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით ვმუშაობთ – იზორია

სოსო ოსორაულთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა. იზორიას თქმით, ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ.
“რაც შეეხება ოჯახის ინფორმირებას, ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის, მე ჩემი ინიციატივით შევხვდი მის ძმას. ამოცანა იყო ერთადერთი, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ კოორდინირებულად მუშაობს თავდაცვის უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დადგინდეს სიმართლე. ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, მივაწოდეთ ოჯახს. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის გამოძიების მიმართულებით, დიპლომატიური არხებით. ამ მუშაობის ფარგლებში რაც არსებობს ინფორმაცია, მივაწოდეთ ოჯახს”,- განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშისილქნეტი ჯეოსელს ყიდულობს
შემდეგი სტატიაქუთაისის მერმა სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა