ქუთაისის მე-9 სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მე-9 სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის, სოფიო ქუთათელაძის ინფორმაციით, მოსწავლის ტესტის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში მხოლოდ გუშინ არ იმყოფებოდა. კლასელებსა და მასწავლებლებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ.

მისივე თქმით, სკოლა სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 553 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი
შემდეგი სტატია® საქართველოს ბანკის მხარდაჭრით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!