“ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს”

თბილისის საქალაქო სასამართლო ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლის ზურაბ ჭელიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას ითხოვს, ვინაიდან, პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის თქმით,, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულები შეეცდებიან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას და თავს აარიდებენ სასამართლოში გამოცხადებას.
პროკურატურის ინფომრაციით, ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალაა ამოღებული. როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, დაკავებისას სამართალდამცველებმა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. მათ შორის ე.წ. კალაშნიკოვები, ხელყუმბარები და ქარხნული წესით წარმოებული ვაზნები. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ გიორგი კაჭარავას ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი ამოიღო და ასევე უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი სტეჩკინი ამოიღო.
გამოძიება ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს ქრთამის აღებას, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პირველი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი გაიხსნება
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში რუსმა ოკუპანტებმა 17 წლის ბიჭი დააკავეს